11 თვის წინ
"ბარსელონას" 3 მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის
"ბარსელონას" 3 მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის

სეზონი დასასრულს უახლოვდება, "ბარსელონაში" კი უკვე დაიწყეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მომზადება.

SPORT-მა შემოგვთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც კლუბმა მომდევნო თვეებში უნდა გადაჭრას.

"ბარსას" მთავარი მიზანი დაცვითი ტიპის ნახევარმცველის დამატებაა. კატალონიელებს სოფიან ამრაბატსა და გვიდო როდრიგესს უკავშირებენ. შედარებით ნაკლებრეალური ვარიანტია მარტინ ზუბიმენდი.

პრიორიტეტთა სიაში მეორე პოზიციაზეა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი ცხრიანის გაფორმება. აქ ვიტორ როკესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გვარები სახელდება.

რაც შეეხება მესამეს, იგი მარჯვენა მცველი უნდა იყოს. ჩავის რჩეულად ხუან ფოიტი სახელდება, მაგრამ არგენტინელი ფლანგელის დამატება ძალიან რთული იქნება.


Facebook კომენტარები