10 თვის და 1 კვირის წინ
ჩავი მომდევნო მატჩებში ექსპერიმენტებს გეგმავს
ჩავი მომდევნო მატჩებში ექსპერიმენტებს გეგმავს

ჩავი ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებს, - იუწყება ჟურნალისტი სერხი კაპდევილა.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს იმ ფეხბურთელთა საქმეში ნახვა აინტერესებს, ვისი მომავალიც კლუბში საფრთხის ქვეშ დგას. სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეცემათ შანსები უახლოეს შეხვედრებში.

"მაესტრო" ფეხბურთელთა შემდეგ პოზიციებზე თამაშს გეგმავს:

ერიკ გარსია საყრდენ ნახევარმცველად

მარკოს ალონსო მარცხენა მცველად (მის ჩვეულ პოზიციაზე)

ფრანკ კესიე შემტევ ნახევარმცველად

პაბლო ტორე პედრის როლში

ანსუ ფატი ცრუ ცხრიანად

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ელოდება. კატალონიურ-ბასკური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები