11 თვის წინ
2 ვარიანტი მარჯვენა მცველად - "ბარსა" არჩევანის წინაშე
2 ვარიანტი მარჯვენა მცველად - "ბარსა" არჩევანის წინაშე

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ბევრი საფიქრალი ჰქონდა, თუ ვინ დაეყენებინა მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

ზემოხსენებულ პოზიციაზე ხან რონალდ არაუხოს, ხანაც ჟულ კუნდეს უწევდა თამაში. ორივე მათგანი კი ცენტრალური მცველი გახლავთ.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, კატალონიურ გუნდს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ახალი მოთამაშის დამატება სურს.

“ბლაუგრანას” ორი ვარიანტი აქვს. ესპანური გუნდი ხუან ფოიტისა და ჟოან კანდელოს ვარიანტს განიხილავს.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermatk ფოიტს 25 მილიონ ევროდ, კანსელუს კი 60 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები