12 თვის წინ
ცნობილია! - რა ბედი ელით კესიეს და კრისტენსენს
ცნობილია! - რა ბედი ელით კესიეს და კრისტენსენს

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი საკანოდ მაღალი დონის ფეხბურთელი, ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი დაიმატა.

კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელს სათამაშო დროსთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაც ეტაპობრივად მოგვარდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხაბი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი კესიეს და კრისტენსენს მნიშველოვან ფეხბურთელებად მიიჩნევს.

ზემოხსენებული ფეხბურთელები მომდევნო სეზონში ესპანელი სპეციალისტის გეგმებში შედიან.

ასე რომ, ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერს ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები