1 წლის და 2 თვის წინ
2 მიზეზი, რატომაც "ბარსას" ტექნიკური სტაფი ნევეშს იწუნებს
2 მიზეზი, რატომაც "ბარსას" ტექნიკური სტაფი ნევეშს იწუნებს

როგორც მოგეხსენებათ, "ვულვერჰემპტონის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, რუბენ ნევეშს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ.

ესპანური პრესა შეთანხმდა, რომ "მგლების" შუახაზელის ტრანსფერი "ბლაუგრანაში" აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორამაციით, ნევეშის "კამპ ნოუზე" გადაბარგება კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას დიდი სურვილია, მაგრამ ტექნიკური სტაფი პრეზიდენტს არ ეთანხმება.

ადამიანები, რომლებიც "ბარსაში" სწორი ფეხბურთელების მოყვანაზე არიან პასუხისმგებელნი, პორტუგალიელს ორი მიზეზის გამო იწუნებენ:

1. ნევეშმა არ იცის თავის დაცვა

2. რუბენი სუსტია პოზიციურ თამაშში 

გაიტანს თუ არა ლაპორტა თავისას, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოჩნდება, თუმცა 25 წლის ვარსკვლავის "ბარსაში" ტრანსფერის შანსები მაღლად ნამდვილად არ ფასდება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ნევეშმა 4 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები