1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსელონას" ბროზოვიჩის იჯარით აყვანა უნდა
"ბარსელონას" ბროზოვიჩის იჯარით აყვანა უნდა

"ბარსელონა" მარსელო ბროზოვიჩისთვის ბრძოლას აგრძელებს, - იუწყება ფერან მარტინესი.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ხორვატი ნახევარმცველის იჯარით დამატება სურთ.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" მიზანია, რომ მილანის "ინტერისგან" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც მიიღოს, რომელსაც (სურვილის შემთხვევაში) ზაფხულში გააქტიურებს.

შეგახსენებთ, რომ ბროზოვიჩის ფრანკ კესიეში გაცვლის შესაძლებლობა აქტიურად განიხილებოდა, თუმცა კოტ-დ'ივუარელ შუახაზელს "კამპ ნოუზე" სურს დარჩენა.

30 წლის ბროზოვიჩმა მიმდინარე სეზონში "ინტერნაციონალეს" ღირსება 12 მატჩში დაიცვა. მისი მონაგარი 2 გოლს შეადგენს.

Transfermarkt-ი მარსელოს 35 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები