1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" რაფინიას აგენტს შეხვდა - კლუბის გზავნილი აშკარაა
"ბარსა" რაფინიას აგენტს შეხვდა - კლუბის გზავნილი აშკარაა

"ბარსელონა" რაფინიას აგენტს, დეკოს შეხვდა და მისი კლიენტის მომავლის შესახებ ესაუბრა, - იუწყება Diario SPORT.

კლუბმა 26 წლის გარემარბის წარმომადგენელს შეატყობინა, რომ რაფინია მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და, უპირველეს ყოვლისა, ეს საგოლე კონტრიბუციას ეხება. "ბლაუგრანაში" ესმით, რომ გარემარბს ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მისგან გაუმჯობესებას ელიან.

თუ კატალონიელები რაფინიას წინსვლას ვერ შეამჩნევენ, არაა გამორიცხული, მომავალ ზაფხულს გაყიდონ კიდეც. "ბარსაში" სჯერათ, რომ ბრაზილიელით ბევრი იქნება დაინტერესებული და ფეხბურთელში გადახდილი 58 მილიონი ევროს უკან დაბრუნება სირთულეს არ წარმოადგენს.

რაფინიას პრიორიტეტი "კამპ ნოუზე" დარჩენაა, მაგრამ იგი ყველა გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2022 წლის ზაფხულში, "ლიდს იუნაიტედიდან" შეიძინეს. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 25 მატჩში რაფინიამ თავი 4 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

 


Facebook კომენტარები