1 წლის და 2 თვის წინ
ვიტორ როკე "ბარსელონაში" სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს
ვიტორ როკე "ბარსელონაში" სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს

ვიტორ როკე "ბარსელონაში" სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს, - იუწყება SPORT.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევის დასამატებლად "ბლაუგრანას" აუქციონში ჩაბმა არ მოუწევს.

17 წლის თავდამსხმელის ფასად 30 მილიონი ევრო (+ ბონუსები) გახლავთ განსაზღვრული. "ბარსასთვის" სახეირო ისაა, რომ "ატლეტიკო პარანაენსე" ამ თანხის 3 ნაწილად მიღებაზე თანახმა იქნება.

წყაროს თანახმად, "ბარსა" ახლა კოლუმბიაში მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირს აკვირდება, სადაც ვიტორი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს.

"ბლაუგრანაში" დარწმუნებულნი არიან, რომ როკე გაცილებით სრულყოფილი ფორვარდია, ვიდრე "რეალში" წასული ენდრიკი. ვიქტორს კატალონიურ გრანდში უფრო დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევენ.

ბრაზილიის სერია ა-ში როკეს 29 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი მონაგარი 5 გოლისა და 1 საგოლე გადაცემისგან შედგება.


Facebook კომენტარები