1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" ფერანის თაობაზე დაუკავშირდნენ - როგორია კლუბის პოზიცია
"ბარსას" ფერანის თაობაზე დაუკავშირდნენ - როგორია კლუბის პოზიცია

ცნობილმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელის, ფერან ტორესის მომავლის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

"ვიცი, რომ ფერან ტორესით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ვერ გეტყვით, ვინ, მაგრამ მათი რაოდენობა ორზე მეტია. ჩემი აზრით, მათ ფერანის ზაფხულში დამატების შესაძლებლობა გამოიკვლიეს, თუმცა მის წასვლაზე ლაპარაკი ახლა ძალიან ნაადრევია.

უნდა გამოჩნდეს, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი შემდეგ თვეებში, როგორი იქნება მისი რეაქცია. "ბარსელონასგან" ეს დიდებული ინვესტიცია იყო. 

თუ ერთ დღეს კლუბი ტორესის ტრანსფერზე დაყენებას ან წინადადებების მოსმენას გადაწყვეტს, ეს აუცილებლად დიდი თანხის სანაცვლოდ მოხდება," - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების თანახმად, ფერანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მან ფსიქოლოგიც აიყვანა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის შემტევის მონაგარი 5 გოლსა და 1 ასისტს შეადგენს.


Facebook კომენტარები