1 წლის და 1 თვის წინ
"არაფერი მაშინებს" - დანი ალვეშმა დუმილი დაარღვია
"არაფერი მაშინებს" - დანი ალვეშმა დუმილი დაარღვია

ესპანური La Vanguardia-ს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა დანი ალვეშმა დუმილი დაარღვია.

მეგობრებთან და ნათესავებთან საუბარში, 39 წლის ბრაზილიელმა განაცხადა:

"მივიღებ იმას, რაც მოხდება. სახლი მაშინ დავტოვე, როცა ჯერ 15 წლისაც არ ვიყავი.

ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადამილახავს. ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნება. არაფერი მაშინებს."

შეგახსენებთ, რომ ალვეში ციხეში ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იმყოფება. 

გასულ ორშაბათს ბრაზილიელი სამარტოო საკანში გადაიყვანეს, რათა ბრაზილიელს თანამოსაკნეების მიერ აბაზანაში ფოტოების გადაღებაზე არ დაეჩივლა.


Facebook კომენტარები