logo

stadium
სტადიონი
stadium_background
სან სირო

"კამპ ნოუ" - საფეხბურთო ლასკალაა. სულ რომ არაფერი ვთქვათ მის არქიტექტურულ ბრწყინვალებაზე, ის ხომ ჩვენს საყვარელ სპორტთან და მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, კატალონიის "ბარსელონასთან" ასოცირდება.


ისტორია


კატალონიის "ბარსელონას" სტადიონის ოფიციალური გახსნა მეოცე საუკუნის შუა ხანებში, კერძოდ, 1957 წლის 24 სექტემბერს შედგა. შემოდგომის ამ დღიდან მოედანი ჩვენი საყვარელი გუნდის საკუთრებას წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამყოფელის თავდაპირველი სახელი "კამპ ნოუ" არ გახლდათ, მას Estadi Del Fc Barcelona ერქვა, რაც სიტყვა-სიტყვით საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სტადიონს ნიშნავს. დროთა განმავლობაში მთელს მსოფლიოში და მათ შორის, ესპანეთში იცვლებოდა ყველაფერი, "ბარსას" მესვეურებს კი ამ დროს უფლება არ ჰქონდათ ტოტალური ცვლილებებისთვის ფეხი არ აეწყოთ, სწორედ ამიტომ მოდერნიზაციის იდეით შეპყრობილმა კატალონიელებმა 2000 წელს საკუთარ სტადიონს ახალი სახელი - "კამპ ნოუ" უწოდეს.

"კამპ ნოუს" არქიტექტურულ განსაკუთრებულობას ემატება ისიც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სახლი მთელს ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონი გახლავთ - მას 99300-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობა შეუძლია. სწორედ ამ ყველაფრის გამო, „კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.

სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს  საფეხბურთო კლუბის მუზეუმი, რომელიც კატალონიაში ყველაზე ხშირად წვევადი საგრადა ფამილიასა და გუელის პარკის შემდეგომ ყველაზე ხშირად წვევადი ადგილი გახლავთ. გარდა ამისა „კამპ ნოუ“ წარმოადგენს მთავარ ნაწილს კომპლექსისა, რომელშიც ასევე შედის „მინი-ესტადი“  — ოციათასიანი სტადიონი, რომელზეც ვარჯიშობენ კლუბის სპორტული სკოლის გუნდები; „ლა მასია“  — შენობა, სადაც ცხოვრობენ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა აღსაზრდელები. სხვათაშორის რამდენიმე თვის წინ "ლა მასიას" შენობა განახლდა და კლუბის ლეგენდის, იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა. ცნობისთვის, აქვე აღიმართა მისი ძეგლიც. 


ბოლოს კი, „პალაუ ბლაუგრანა“  — 8 000 მაყურებელზე გათვლილი კორპუსი, სადაც გამოდიან კლუბის კალათბურთის, ხელბურთის, ჰოკეისა და ფუტსალის გუნდები.


კამპ ნოუს ახალი სიცოცხლე


2007 წლის სექტემბერში კლუბმა მიიღო პროექტი სტადიონის მოდერნიაციის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო მისი გახსნის დღიდან 50 წლის იუბილესთან. ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, რომლის დროსაც მთელი მსოფლიოს გამოჩენილმა არქიტექტორებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. 


ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კლუბის წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კატალონიელი არქიტექტორების ასოციაციის წევრები. 2007 წლის 18 სექტემბერს გამოვლინდა გამარჯვებული — იგი გახდა ინგლისური კომპანია  „ფოსტერსი და პარტნიორები“. სწორედ ამ ფირმის მიერ განახლდა "უემბლის" სტადიონი, ასევე ნიუ იორკის ახალი სავაჭრო ცენტრი, კოლსეროლის კოშკები და სხვა.


პროექტის მოდელი პირველად პუბლიკას  „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მატჩის დაწყების წინ წარუდგინეს. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 250 მილიონ ევროს შეადგენს.


ჯერჯერობით კატალონიური გრანდის მოედანი კვლავაც ძველი არქიტექტურით ანცვიფრებს მნახველს, სიახლეები, გარდა მინიმალისტური ერთეულებისა, არ შეიმჩნევა.



poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ