10 თვის და 3 კვირის წინ
გეგმა B - ვის მოიყვანს "ბარსა", თუ  მესი ვერ დაბრუნდა
გეგმა B - ვის მოიყვანს "ბარსა", თუ მესი ვერ დაბრუნდა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში გუშინ ისეთი ინფორმაციები გავრცელდა, რომლებმაც ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსის საკმაოდ შემცირებაზე დაგვაფიქრეს.

Mundo Deportivo-ს მიხედვით, "ლა პულგას" არ უნდა, რომ მთელი ზაფხული მოლაპარაკებების მაგიდასთან გაატაროს, "ბარსას" კი მისთვის ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნია. თუ ეს მოცემულობა მალე არ შეიცვალა, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა შეიძლება სხვა გუნდზე გააკეთოს არჩევანი.

აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ სათადარიგო ვარიანტზე კატალონიურ გრანდშიც ფიქრობენ.

ჟერარ რომეროს თუ დავუჯერებთ, "ბარსას" გეგმა B "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, ბერნარდუ სილვაა. 

იმ შემთხვევაში, თუ მესის დაბრუნების ოპერაცია ჩავარდება, "ბლაუგრანა" სწორედ 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებას ეცდება.

ბერნარდუს "სიტიზენებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. მანჩესტერული კლუბი მას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში სილვამ თავი 7 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები