9 თვის და 3 კვირის წინ
ტუხელს "ბარსელონას" ვარსკვლავი მოსწონს
ტუხელს "ბარსელონას" ვარსკვლავი მოსწონს

ტომას ტუხელი რაფინიას დიდი გულშემატკივარია, - იუწყება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

Sky Sports-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" გარემარბი მიუნხენის "ბაიერნის" სამიზნე არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შეიძლება "რეკორდმაისტერის" ინტერესი გაიზარდოს.

არ არის გამორიცხული, ბავარიული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას 26 წლის ბრაზილიელის გადაბირება სთხოვოს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსა" რაფინიას 80-90 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის დატოვება არ უნდა.

2022/2023 წლების სეზონში ბრაზილიელმა ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა: 50 მატჩი, 10 გოლი, 12 ასისტი.


Facebook კომენტარები