9 თვის და 3 კვირის წინ
მესის უარის დადებითი მხარე - "ბარსა" გეგმა B-ზე გადადის
მესის უარის დადებითი მხარე - "ბარსა" გეგმა B-ზე გადადის

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ არჩევანი "ინტერ მაიამიზე" გააკეთა, "ბარსელონა" გეგმა B-ზე გადადის. Marca-ს ინფორმაციით, ეს ერთი ფეხბურთელი არ იქნება და კლუბი ერთდროულად რამდენიმე პოზიციას გააძლიერებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" დაცვის გასაძლიერებლად ერთ ან ორ უკანახაზელს გაიფორმებენ. ინიგო მარტინესს კლუბი უახლოეს დღეებში წარადგენს. გარდა ამისა, იგეგმება განაპირა მცველის შეძენაც.

ნახევარდაცვაში კატალონიური გრანდი ორი ფეხბურთელის მოყვანაზე მუშაობს. გაიჟღერა იოზუა კიმიხის, სოფიან ამრაბატის, რუბენ ნევეშის, მარტინ ზუბიმენდის გვარებმა.

ცენტრალურ ზონაში "ბარსა" ილქაი გიუნდოგანისა და ბერნარდუ სილვას დამატებასაც შეეცდება. გერმანელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გადაბირების შანსი გაცილებით დიდია.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, იქ ხელმძღვანელობას ერთი გარემარბისა და რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის მოყვანა სწადია. გარემარბად "ბარსა" იანიკ კარასკოს განიხილავს, სათადარიგო ცხრიანად კი - ვიტორ როკეს.

ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის ხელიდან გაშვება ქომაგთათვის დიდი დარტყმა გახლდათ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ზაფხულში იმ ტრანსფერების განხორციელება შეეძლება, რომლებსაც მესის დამატება ავტომატურად გამორიცხავდა. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მატეუ ალემანი ამ შესაძლებლობას.


Facebook კომენტარები