9 თვის და 2 კვირის წინ
ფატის აგენტი: "ანსუს მხოლოდ ეს უნდა"
ფატის აგენტი: "ანსუს მხოლოდ ეს უნდა"

ანსუ ფატის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ანსუ ფატის მხოლოდ "ბარსელონაში" დარჩენა უნდა.

უკანასკნელ ორ მატჩში მან სამი გოლი გაიტანა... "ბარსას" ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს. 

დამიჯერეთ, ერთ დღეს ანსუ ოქროს ბურთს მოიგებს," - უთხრა პორტუგალიელმა აგენტმა Jijantes-ს.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მენდეში ცდილობს, ფატი გუნდის შეცვლაში დაარწმუნოს, მაგრამ ანსუს ამის გაგონებაც არ უნდა.

გასული სეზონი ესპანელმა 10 გოლითა და 4 ასისტით დახურა.


Facebook კომენტარები