1 წლის და 1 თვის წინ
პირველად, ბოლო 24 წელიწადში - "ბარსას" საშინელი შედეგი
პირველად, ბოლო 24 წელიწადში - "ბარსას" საშინელი შედეგი

"ბარსელონამ" 2022/2023 წლების სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარნენ, შემდეგ კი ევროპა ლიგა დატოვეს წინასაპლეიოფო ეტაპიდან, დამარცხდნენ რა "მანჩესტერ იუნაიტედთან".

მივიღეთ მოცემულობა, სადაც "ბლაუგრანა" მარტის თვეს ისე ხვდება, რომ არცერთ ევროტურნირზე აღარაა შემორჩენილი.

ბოლოს ასეთი რამ 24 წლის წინ, 1998-1999 წლების სეზონში მოხდა.

მაშინ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ. "ბაიერნის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრონდბიუს" კომპანიაში, კატალონიური გრანდი მე-3 პოზიციაზე გავიდა.

იმ სეზონში "ბარსელონამ" ლა ლიგა მოიგო, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი რამ წელსაც განმეორდება.


Facebook კომენტარები