1 წლის და 1 თვის წინ
ლევანდოვსკი: "გავიმ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს"
ლევანდოვსკი: "გავიმ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს"

როცა რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონამ" წარადგინა, მან გულშემატკივრებს ესპანურ ენაზეც მიმართა. პოლონელი გოლეადორი ახლახანს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ იგი ესპანური ენის შესწავლას კვლავაც აგრძელებს.

გამოცდილი ცენტრფორვარდის თქმით, მან უცხო ენაში დახელოვნება პაბლო გავისაც ურჩია.

"გავის ვუთხარი, რომ მან ინგლისური უნდა ისწავლოს.

თუ საერთაშორისო დონეზე გინდა გასვლა, ეს უნდა გააკეთო. ნახეთ, რამდენი წლის ვარ და მეც კი ვსწავლობ ესპანურს! ახალი ენის სწავლა პაბლოსთვის პრობლემა არ უნდა იყოს," - თქვა ლევანდოვსკიმ.

პედრისგან განსხვავებით, გავი ინგლისურ ენაზე საუბრისას არასდროს შეუმჩნევიათ. იმედია, ახალგაზრდა ნახევარმცველი ლევანდოვსკის რჩევას გაითვალისწინებს.


Facebook კომენტარები