1 წლის და 1 თვის წინ
პედრი არ გარისკავს, მაგრამ... - რა სურს გონსალესს
პედრი არ გარისკავს, მაგრამ... - რა სურს გონსალესს

SPORT წერს, რომ პედრი გონსალესი თავისი რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გარისკვას არ აპირებს.

20 წლის ვარსკვლავი საკუთარ თავს არაფერს დააძალებს, თუმცა მას ძალიან უნდა, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურებში ითამაშოს.

გონსალესის გეგმებშია კოპა დელ რეის ფინალში მონაწილეობაც. რა თქმა უნდა, საამისოდ ჯერ კატალონიელებმა ფინალს უნდა უწიონ. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩი "ბარსამ" "რეალს" ანგარიშით 1:0 მოუგო, განმეორებით შეხვედრას კი 5 აპრილს გამართავს.

რაც შეეხება პედრის, მას კიდევ 3-4 კვირით მოუწევს უქმობა, თუ ბოლო ცნობებს დავუჯერებთ.

ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლოს 16 თებერვალს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშა. მიმდინარე სეზონში პედრის მონაგარი 7 გოლს შეადგენს.


Facebook კომენტარები