1 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა! - სურს თუ არა “ბარსელონას” გრიმალდოს დამატება
გაირკვა! - სურს თუ არა “ბარსელონას” გრიმალდოს დამატება

როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონა” ბენფიკას ახალგაზრდა განაპირა მცველის, ალეხანდრო გრიმალდოს დამატებით ინტერესდებოდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიურმა გუნდმა 27 წლის ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ გრიმალდო სწორედ კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილი და “ბარსა B”-ს მაისურით არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 27 წლის ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები