1 წლის წინ
"არსენალმა" "ბარსელონას" ფეხბურთელს დაუმიზნა
"არსენალმა" "ბარსელონას" ფეხბურთელს დაუმიზნა

ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ერიკ გარსიას შეძენას შეეცდება, - იტყობინება Mundo Deportivo.

მიმდინარე სეზონში ნათამაშები 1287 წუთით, ერიკი ჩავის მიერ მიმდინარე სეზონში ყველაზე იშვიათად გამოყენებული მინდვრის ფეხბურთელია.

ესპანელი მცველისთვის "ნისლიანი ალბიონი" უცხო არ იქნება. იგი "მანჩესტერ სიტიში" 2 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

"ქალაქელთა" რიგებში მუშაობდა "არსენალის" ამჟამინდელი თავკაცი მიკელ არტეტაც. ახალგაზრდა სპეციალისტმა გარსიას შესაძლებლობები ზედმიწევნით უნდა იცოდეს.

სხვა ცნობების მიხედვით, გარსიას ესპანეთში უნდა დარჩენა, მაგრამ მის გარემოცვას მიაჩნია, რომ ფეხბურთელი "ბარსელონაში" საკმარის სათამაშო დროს ვერ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის უკანახაზელმა 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.


Facebook კომენტარები