12 თვის წინ
ჩავი: "მესის ველაპარაკები, მაგრამ..."
ჩავი: "მესის ველაპარაკები, მაგრამ..."
ავტორი
Aa

ბოლო დროს, მედია აქტიურად ალაპარაკდა ლიონელ მესის "ბარსელონაშ" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კატალონიური კლუბის თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ეს არ არის შესაფერისი დრო ლეოს დაბრუნებაზე რომ ვისაუბროთ. მე მას ბევრი ველაპარაკე, რადგან ის ჩემი მეგობარია. ბევრი რამე არის გასაკეთებლი, სანამ ეს მზად იქნება. ეს დამოკიდებულია ფინანსურ ფეერ-პლეიზე და იმაზე, სურს თუ არა თავად ლეოს დაბრუნება."

"იმედია მას ისევ საკუთარ სახლში ვიხილავთ. მე ვნახე როგორ იზრდება ლეო, ვიცნობ მას და ვიცი როგორი დიადია. რა თქმა უნდა, არსებობს ილუზია შესაძლო "ბოლო ცეკვასთან" დაკავშირებით, როგორც მაიკლ ჯორდანს ჰქონდა." - თქვა ჩავიმ.


Facebook კომენტარები