11 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსას" დემბელესთან პრობლემები აქვს
"ბარსას" დემბელესთან პრობლემები აქვს

უსმან დემბელეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გახდება, რაც ფრანგ გარემარბს ევროპული გრანდების სამიზნედ აქცევს.

"ბლაუგრანა" უსმანთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმედოვნებდა, თუმცა SPORT იუწყება, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გაიყინა.

დემბელეს "კამპ ნოუზე" უნდა დარჩენა. წყაროს თანახმად, პრობლემებს ფეხბურთელის გარემოცვა ქმნის, რომელიც მას უკეთესი პირობების მოთხოვნისკენ მოუწოდებს.

საიდუმლო არ არის, რომ კატალონიურ გრანდს უსმანის აგენტთან ურთიერთობა ისედაც გაფუჭებული ჰქონდა.

კლუბმა ერთი რამ კარგად იცის - მომდევნო სეზონში დემბელეს ხელფასის გაზრდა შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, თუ შეთანხმება ვერ შედგა, 25 წლის შემტევი ტრანსფერზეც დააყენონ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში უსმანმა თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები