1 წლის წინ
ჩავი: "ბუსკეტსს ეს რამდენჯერმე ვუთხარი"
ჩავი: "ბუსკეტსს ეს რამდენჯერმე ვუთხარი"

ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ "ბარსელონას" სერხიო ბუსკეტსის შენარჩუნება სურს.

"ბუსკეტსი? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სერხიოს კაპიტნისა და მისაბაძი მაგალითის ეტალონს ვუწოდებდი.

ბუსკეტსს რამდენჯერმე ვუთხარი, რომ მსურს, იგი ჩვენთან დარჩეს, თუმცა მესმის...

მოვითხოვ, რომ მან კარიერა "ბარსაში" გააგრძელოს," - თქვა ჩავიმ.

ბოლო ცნობების თანახმად, კატალონიურ გრანდს 34 წლის ნახევარმცველისთვის საკონტრაქტო შეთავაზება უკვე გაგზავნილი აქვს, მაგრამ ბუსკეტსის პასუხი იგვიანებს.

ცნობისთვის, სერხიო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.


Facebook კომენტარები