11 თვის და 2 კვირის წინ
რაზე საუბრობენ მესი და ჩავი - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს
რაზე საუბრობენ მესი და ჩავი - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

ლიონელ მესიმ ჩავი ერნანდესთან საუბარში დაადასტურა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა, - იტყობინება Catalunya Radio.

"ლა პულგა" "კამპ ნოუზე" დაბრუნების სურვილს ხშირად გამოხატავს ხოლმე. როგორც ირკვევა, ყოფილი თანაგუნდელები კლუბის, მატჩებისა და გასახდელის შესახებ საუბრობენ.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცს მესისთვის უთქვამს, რომ გასახდელში ახლა ოჯახური სიტუაციია და ვითარება აღარ არის ისეთი, როგორიც 2018 წელს იყო.

ლეომ გამოთქვა იმის მზადყოფნაც, რომ ყველა ის უთანხმოება, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებთან ჰქონდა, მოაგვაროს.

მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც - როცა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ჩავის "ბარსაზე" ეუბნება რამეს, პირველ პირში ლაპარაკობს. მაგალითისთვის: "ჩვენ მოვიგეთ", "დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ".

ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ 35 წლის არგენტინელის ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რეალური უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, მესის სურვილი რომ ეს გახლავთ, ცხადზე ცხადია.

ცნობისთვის, ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.


Facebook კომენტარები