11 თვის და 1 კვირის წინ
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბრწყინვალე რეკორდის პირას!
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბრწყინვალე რეკორდის პირას!

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი ბრწყინვალედ გამოიყურება.

30 წლის მეკარეს ლა ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ 9 გოლი აქვს გაშვებული.

“ატლეტიკოსთან” დაგეგმილ შეხვედრაში მარკ-ანდრეს კლაუდიო ბრავოს რეკორდის გამეორების ბრწყინვალე შანსი ექნება.

2014/2015 წლების სეზონში ბრავომ 23-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც “ბარსელონას” მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

ცნობისთვის, ლა ლიგაში ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარის რეკორდი ფრანცისკო ლიანოს ეკუთვნის, რომელმაც 26-ჯერ მოახერხა გოლის გაშვებუს გარეშე თამაშის დასრულება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეენს ზემოხსენებული რეკორდების მოსახსნელად 9 შეხვედრა აქვს მარაგში.


Facebook კომენტარები