12 თვის წინ
"ერთადერთი პოზიტივი ესაა" - ჩავი "რაიოსთან" მარცხის შემდეგ
"ერთადერთი პოზიტივი ესაა" - ჩავი "რაიოსთან" მარცხის შემდეგ

ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდა, ანგარიშით 1:2. "ვალეკასზე" გამართულ მატჩში ერთადერთი, რაც კატალონიელებმა გაახერხეს, რობერტ ლევანდოვსკის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლი გახლდათ, თუმცა გუნდს ამანაც ვერ უშველა.

"ელვებთან" წაგებული ჯახი "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"რაიომ" გამარჯვება დაიმსახურა და ჩვენ მათ უნდა მივულოცოთ.

პოზიტიური ამბავი ისაა, რომ ლა ლიგის მოგებასთან უფრო ახლოს ვართ. ახლა უფრო ცოტა მატჩია დარჩენილი. დღეს კარგად არ გვითამაშია. თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდით. მეტოქე ინტენსიურად გვეთამაშებოდა.

ცუდი მატჩი ჩავატარეთ და თავის გასამართლებელი მიზეზი არ გვაქვს. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ჩემპიონატის სირთულიდან იყო განპირობებული და არა იქიდან, რომ ფეხბურთელებს ჩემპიონობა განაღდებულად მიაჩნიათ.

დღეს მოედანს გაბრაზებულები ვტოვებთ, რადგან არ გვითამაშია იმ დონეზე, რომელსაც ეს ტურნირი ითხოვს.

მარცხი სამწუხაროა, რადგან დღეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვედგა. კიდევ კარგი, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს.

ახლა შაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ და თამაშის იმ ხარისხს დავუბრუნდეთ, რომელიც "ატლეტიკოსთან" ვაჩვენეთ," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ 7 ტურია სათამაშო, "ბარსას" კი ჩემპიონობის მოსაპოვებლად 10 ქულის მოპოვება სჭირდება. შაბათს გუნდი "ბეტისს" შეერკინება.


Facebook კომენტარები