12 თვის წინ
ბუსკეტსი ახალ კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა? - უახლესი ცნობები
ბუსკეტსი ახალ კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა? - უახლესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანს, სერჟიო ბუსკეტს “ინტერ მაიამი” აქტიურად ეპატიჟება.

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS-ის სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერჟიო ბუსკეტსმა გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელს განუცხადა, რომ გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ბუსკეტსს თავის მეგობრებთან ლეო მესისთან და ჟორდი ალბასთან ერთად სადილი ჰქონდა, სადაც მან თავისი გეგმები გაამხილა.

ცნობისთვის, სერჟიო ბუსკეტსს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები