11 თვის და 4 კვირის წინ
თუ მესი ვერ დაბრუნდა - "ბარსას" სამიზნე შერჩეული ჰყავს
თუ მესი ვერ დაბრუნდა - "ბარსას" სამიზნე შერჩეული ჰყავს

მადრიდულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" შემტევი ნახევარმცველით, გაბრი ვეიგათი ინტერესდება.

"სელტას" პირველ გუნდში გაბრი თავის პირველ სეზონს ატარებს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მან თავი 9 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასტურიელთა პრეზიდენტმა კარლოს მოურინიომ დაადასტურა, რომ ვეიგას მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

Diario AS იუწყება, რომ ესპანელი ტალანტისადმი ინტერესი მადრიდის "რეალმა", "მანჩესტერ სიტიმ", "ლივერპულმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბაიერნმაც" გამოხატეს.

20 წლის ფეხბურთელის აგენტად პენი ზაჰავი დაინიშნა. ზაჰავი რობერტ ლევანდოვსკის აგენტიცაა და "ბარსას" მასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს. ეს კატალონიელთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ვეიგას დამატებაზე "ბლაუგრანა" მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ ლიონელ მესის ვერ დაიბრუნებს. შეტევის გაძლიერებას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სწორედ "სელტას" ამომავალი ვარსკვლავით ეცდებიან.


Facebook კომენტარები