11 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსას" ანსუში ვარსკვლავს უცვლიან - ჩავის პოზიცია
"ბარსას" ანსუში ვარსკვლავს უცვლიან - ჩავის პოზიცია

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდებოდა "ვულვერჰემპტონის" გამოცდილი შუახაზელის, რუბენ ნევეშის შეძენით.

გავლენიანი ესპანური სააგენტო as-ის სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესმა პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ 20 წლის თავდამსხმელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ანსუში ნევეში და თანხა შესთავაზა, თუმცა არც ფატის სურს გუნდის დატოვება და არც სამწვრთნელო შტაბს რუბენ ნევეშის მოსვლა.

ცნობისთვის, 26 წლის პორტუგალიელმა  მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები