10 თვის და 4 კვირის წინ
ლევანდოვსკიმ 8 წლის წინანდელი შედეგი გაიუმჯობესა
ლევანდოვსკიმ 8 წლის წინანდელი შედეგი გაიუმჯობესა

რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის "ბაიერნში" ჩატარებულ თავის სადებიუტო სეზონში (2014/2015) ჩატარებულ 49 მატჩში 25 გოლი გაიტანა. პოლონელი თავდამსხმელისთვის, რომელიც მაშინ 27 წლის გახლდათ, ეს საკმაოდ წარმატებულ სეზონად შეფასდა.

როგორც აღმოჩნდა, პან რობერტს შეუძლია, რომ 35 წლის ასაკში კიდევ უფრო უკეთესი სადებიუტო სეზონი შემოგვთავაზოს. "ბარსელონას" მაისურით გამართულ 41 შეხვედრაში მან 29 გოლი შეაგდო.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანმა ბავარიაში დაფიქსირებულ შედეგს 8 თამაშით ნაკლებში აჯობა. 

რობერტს ამ სეზონში კიდევ 5 მატჩი აქვს დარჩენილი, რათა მეტოქის კარი სულ მცირე ერთხელ მაინც აიღოს და მორიგი 30-გოლიანი სეზონი ჩაიწეროს აქტივში.

აღვნიშნოთ, რომ ლევანდოვსკისთვის ეს ესპანეთში ნათამაშები პირველი სეზონია. ადაპტაციის გავლა მას საერთოდ არ გასჭირვებია.

ცნობისთვის, პოლონელი ფორვარდი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში გაიფორმა და მიუნხენის "ბაიერნს" 45 მილიონი ევრო გადაუხადა.


Facebook კომენტარები