11 თვის და 3 კვირის წინ
"ინტერმა" "ბარსელონას" შეთავაზებით მიმართა
"ინტერმა" "ბარსელონას" შეთავაზებით მიმართა

მილანის "ინტერმა" "ბარსელონას" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, - იუწყება ხავი მიგელი.

Diario AS-ის ჟურნალისტის თანახმად, "ბლაუგრანა" ფრანკ კესიეს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, "ნერაძურის" კი სურს, რომ ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს.

მოლაპარაკებები ჯერ წინ არ წასულა.

ადრე გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, "კამპ ნოუსკენ" მარსელო ბროზოვიჩი გამოემართოს, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ კატალონიელებს მთლიანი თანხის მიღება ურჩევნიათ.

შეგახსენებთ, რომ კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიმდინარე სეზონში მან თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები