11 თვის და 2 კვირის წინ
ინიესტა ახალ თავგადასავალს იწყებს - სად მიდის ანდრესი
ინიესტა ახალ თავგადასავალს იწყებს - სად მიდის ანდრესი

2018 წელს, "ბარსელონაში" გატარებული 22 წლის შემდეგ, ანდრეს ინიესტამ კატალონიური გრანდი დატოვა და იაპონურ "ვისელ კობეს" მიაშურა.

ბევრს მიაჩნდა, რომ "ვისელ კობე" ანდრესის საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი კლუბი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდება.

SPORT-ის ინფორმაციით, ინიესტა თამაშს 40 წლამდე აპირებს, ზაფხულში კი იგი ახალ გუნდში გადაბარგდება.

ესპანელ ნახევარმცველს შეთავაზებები აქვს როგორც MLS-დან, ასევე საუდის არაბეთიდან. იგი არჩევანს სწორედ ჩრდილოეთ ამერიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის გააკეთებს.

"ვისელ კობეს" მაისურით ინიესტა ბოლო მატჩს 6 ივნისს ჩაატარებს. სიმბოლურია, რომ ეს იქნება ამხანაგური შეხვედრა "ბარსელონას" წინააღმდეგ.

"ვისელ კობეში" ანდრესმა 132 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და გააკეთა 25 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები