11 თვის და 2 კვირის წინ
ტუხელს "ბარსელონას" ვარსკვლავის წაყვანა სურს
ტუხელს "ბარსელონას" ვარსკვლავის წაყვანა სურს

თომას ტუხელს უსმან დემბელეს მიუნხენის "ბაიერნში" წაყვანა სურს, - იუწყება Fichajes.

"რეკორდმაისტერი" "ბარსელონას" 25 წლის გარემარბში 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რადგან უსმანსა და "ბარსას" შორის გასულ წელს გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფრანგის გამოსასყიდი თანხა სწორედ 50 მილიონი ევრო იქნება.

მაშასადამე, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შვიდიანი წასვლას გადაწყვეტს, "ბლაუგრანას" ამისთვის ხელის შეშლის ბერკეტი არ ექნება.

მიუხედავად ამისა, ნაკლებსავარაუდოა, რომ დემბელემ "კამპ ნოუდან" აბარგება მოინდომოს. ბოლო ცნობების თანახმად, იგი ჩავისთან მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

ცნობისთვის, ტუხელი უსმანს დორტმუნდის "ბორუსიაში" წვრთნიდა და მას ძალიან კარგად იცნობს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში დემბელემ თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები