10 თვის და 3 კვირის წინ
გიუნდოგანის ტრანსფერზე კლუბში ვერ თანხმდებიან
გიუნდოგანის ტრანსფერზე კლუბში ვერ თანხმდებიან

ესპანური გამოცემა SPORT "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს.

წყაროს თანახმად, გიუნდოგანის "ბლაუგრანაში" გადაბარგების შანსი საკმაოდ დიდია, თუმცა ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს.

ბორდის ხსენებულ წევრებს მიაჩნიათ, რომ ილქაის ასაკის გათვალისწინებით, მისთვის დასანიშნი ხელფასი ძალიან მაღალია.

"ბარსას" ჯერ კიდევ მოქმედი სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გამალებით მუშაობს იმაზე, რომ "ბარსას" ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც გიუნდოგანის დამატება არ უნდათ, ტრანსფერის აუცილებლობაა დაარწმუნოს.

32 წლის შუახაზელის გაფორმება ჩავი ერნანდესის მოთხოვნაცაა, თუმცა ყველაფერი "ბარსას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას დასტურზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ილქაი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. "ქალაქელთა" მაისური გიუნდოგანმა მიმდინარე სეზონში 45-ჯერ მოირგო, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები