11 თვის და 2 კვირის წინ
როდის მიიღებს ბუსკეტსი გადაწყვეტილებას - "ბარსა" მოლოდინშია
როდის მიიღებს ბუსკეტსი გადაწყვეტილებას - "ბარსა" მოლოდინშია

"ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელსაც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფცია ექნება, - იუწყება Diario AS.

ახალი კონტრაქტის თანახმად, "ბლაუგრანას" კაპიტნის ხელფასი განახევრდება და იგი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბუსკეტსმა "ბარსას" შეუთვალა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც კატალონიური გრანდი ლა ლიგის ჩემპიონობას გაინაღდებს. უდიდესი ალბათობით, ეს 14 მაისს, "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ მოხდება.

დღევანდელი მდგომარეობით, არავინ იცის, რას გადაწყვეტს 34 წლის ნახევარმცველი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცს, ჩავი ერნანდესს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მას სერხიოს გუნდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ხუთიანმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


Facebook კომენტარები