1 წლის და 1 თვის წინ

ჩავის საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ავტორი
Aa
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში ჩატარებული მატჩების მხოლოდ 40% აქვს მოგებული.
44 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანა" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირის შეხვედრაში 15-ჯერ გაიყვანა. აქედან 6-ჯერ იგი გამარჯვებული დარჩა, 6-ჯერ დამარცხდა, 3-ჯერაც კი ფრე ითამაშა.
"ბარსას" იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩში მაინც უხელმძღვანელებიათ გუნდისთვის, ამაზე ცუდი შედეგი არავის მოეძებნება.
ჩავის თავისი სტატისტიკის გაუმჯობესების შანსი მიმდინარე სეზონში კიდევ ექნება. ამისათვის მან ჯერ "ნაპოლი" უნდა დაამარცხოს, შემდეგ კი მეოთხედფინალში წარმატებაზე უნდა იფიქროს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ