logo

მესი და კოკა-კოლა - როგორ გადაარჩინა ლეოს კარიერა გვარდიოლამ

მესი და კოკა-კოლა - როგორ გადაარჩინა ლეოს კარიერა გვარდიოლამ

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფიგურაა და ბოლო წლების მანძილზე მან ყველა დროის საუკეთესოთა რიგებშიც დაიმკვიდრა ადგილი. "ლა მასიადან" აღზევებულმა ბრილიანტმა 2004 წელს ფრენკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით მოიწყო "ბარსელონას" ძირითად გუნდში დებიუტი და მას შემდეგ იგი არ გაჩერებულა.

მიუხედავად ამისა, არსებობდა შანსი, რომ ლეოს კარიერა სულ სხვაგვარი ტრაექტორიით განვითარებულიყო. მოგეხსენებათ, რომ 11 წლის ასაკში "ლა პულგას" ზრდის ჰორმონის ნაკლებობის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იგი თანატოლებზე გამხდარი და დაბალი გახლდათ.

სწორედ ამიტომ ლიონელს წლების მანძილზე უწევდა ზრდის ჰორმონის ორგანიზმში ხელოვნურად შეყვანა. გარდა ამისა, მისი კვების რაციონი კატასტროფული იყო, რადგან მესი გამუდმებით არაჯანსაღ საკვებსა და სასმელს დიდი რაოდენობით იღებდა.

ლეო მესის კოკა-კოლაზე დამოკიდებულება

არგენტინელს იმდენად უყვარდა კოკა-კოლა, რომ მისთვის დიეტოლოგის აყვანაც კი გახდა საჭირო. ლეოს ურჩიეს, რომ გაზიანი სასმლისთვის თავი დაენებებინა და საკუთარი სხეულისთვის მიეხედა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მან მკაცრი დიეტით ხელმძღვანელობა.

2017 წელს "რწყილმა" La Cornisa TV-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ არაჯანსაღი კვების გამო თამაშის დროსაც კი ცუდად გრძნობდა თავს.

"წლების მანძილზე არაჯანსაღად ვიკვებებოდი: შოკოლადი, გაზიანი სასმელი და ასე შემდეგ. მატჩების დროს ეს ძალიან მაწუხებდა. ახლა ჩემს თავს უკეთ ვუვლი. მივირთმევ თევზს, ხორცს, სალათებს. ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული."

საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ პეპ გვარდიოლას მითითებით "ბარსას" სავარჯიშო მოედნიდან კოკა კოლის აპარატი აიღეს, რადგან მესი უბრალოდ ვერ ძლებდა მის გარეშე.

ბევრს ისიც სჯერა, რომ როცა ლეოს წინ სალათს დაუდებდნენ ხოლმე, იგი პროტესტის ნიშნად ტოვებდა მაგიდას.

როგორც ხედავთ, მესის მსგავსი ტალანტიც კი შეიძლება დაკარგულიყო, დისციპლინისთვის რომ არ მიეჩვევინებინათ. საფეხბურთო ისტორიას მრავალი სუპერთინეიჯერი ახსოვს, რომელმაც არაპროფესიონალიზმის გამო საკუთარი ტალანტი ვერ გამოავლინა. საბედნიეროდ, ლიონელი მათ რიგებში არ აღმოჩნდა...


მას შემდეგ, რაც არგენტინელი "ბარსას" ძირითად გუნდში გამოჩნდა, იგი საკუთარი ფრთის ქვეშ რონალდინიომ შეიფარა. ამ დროს ლეო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების გვერდით ყოფნით უდიდეს გამოცდილებას იღებდა.

მაშინ, როცა "კამპ ნოუზე" გვარდიოლა მოვიდა, ყველა დროის საუკეთესოობისკენ ახალგაზრდას უკვე დაწყებული ჰქონდა სვლა. მას რამდენიმე რეკორდიც მიეთვალა და თანდათანობით შეუჩერებელ მანქანად ყალიბდებოდა. პეპთან ერთად ლიონელმა ყველაფერი მოიგო და პლანეტის საუკეთესოობაც დაიბევა.

დღეს მესი ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც 6 ოქროს ბურთი აქვს მოგებული, მაგრამ კოკა-კოლასა და არაჯანსაღ კვებას შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად დაეტრიალებინა.

4 თვის წინ
696 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ