3 თვის და 3 კვირის წინ
ფერმინი: "ოლიმპიადის შემდეგ ამას ვაპირებ"
ფერმინი: "ოლიმპიადის შემდეგ ამას ვაპირებ"

სანამ მისი "ბარსელონელი" თანაგუნდელები აშშ-ში ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ფერმინ ლოპესი პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ბრწყინავს. "ბლაუგრანას" ნახევარმცველმა დღეს იაპონიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და ესპანეთის ეროვნული გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

თუ "ფურია როხა" ფინალში გააღწევს, 21 წლის ნახევარმცველს სეზონში 50 მატჩი დაუგროვდება, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ მისთვის დასვენების პერიოდის გახანგრძლივების საჭიროებას დააყენებს.

მიუხედავად ამისა, თავად ფერმინს თუ მოვუსმენთ, იგი დიდი ხნით დასვენებას არ აპირებს.

"ოლიმპიური თამაშების შემდეგ ბევრ დასვენებას არ ვგეგმავ. მინდა, რომ ჰანსი ფლიკთან რაც შეიძლება მალე ვიყო," - თქვა "ლა მასიას" აღზრდილმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში "ბლაუგრანას" კიდევ 2 ფეხბურთელია: ერიკ გარსია და პაუ ტორესი, თუმცა მათ, ფერმინისგან განსხვავებით, ევრო 2024-ზე მონაწილეობა არ მიუღიათ.

5 აგვისტოს ესპანელები ნახევარფინალში მაროკოს შეხვდებიან, ფინალი კი 9 აგვისტოსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები