რაფინიამ ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო. "ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა ლა ლიგის 4 ტურში 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
27 წლის შემტევის შესანიშნავი სტარტის მთავარ შემოქმედედად "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს მიიჩნევენ. გერმანელ სპეციალისტთან თანამშრომლობის შესახებ რაფინიამ თავადაც ისაუბრა.
"ვიცოდი, რომ თუ თამაში და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ყოფნა მინდოდა, ფლიკის ხედვებს რაც შეიძლება მალე უნდა მოვრგებოდი.
ფლიკის განსაკუთრებული მოთხოვნები მატჩის მიმდინარეობისას? სიმართლე ისაა, რომ ინდივიდუალურ დონეზე, ის არაფერ განსაკუთრებულს არ მთხოვს და არ ვფიქრობ, ამას საერთოდ აკეთებდეს ვინმესთან მიმართებაში.
ერთადერთი, რასაც იგი ითხოვს, გუნდურობაა. ჩვენ ერთად უნდა ვუტევდეთ, მეტოქეს ერთად უნდა ვაპრესინგებდეთ და თავსაც ერთად უნდა ვიცავდეთ. მატჩებს მხოლოდ ასე მოვიგებთ," - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბლაუგრანას" 15 სექტემბერს ელოდება. კატალონიელები გასვლაზე "ჟირონას" შეხვდებიან.