1 წლის და 8 თვის წინ
რაფინია: "პენალტი? ანსუსი მესმის, მაგრამ..."
რაფინია: "პენალტი? ანსუსი მესმის, მაგრამ..."

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" "ვალენსიას" რაფინიას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო.

კატალონიელებს სხვაობის გაზრდის შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფერან ტორესმა პენალტი გააფუჭა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა ანსუ ფატისაც უნდოდა, მაგრამ 23 წლის ესპანელმა სტანდარტის შესრულება საკუთარ თავზე აიღო.

თამაშის ბოლოს კატალონიელები 10 კაცით დარჩნენ - ბოლო იმედის ჯარიმის გამო, რონალდ არაუხო გააძევეს.

პენალტის ინციდენტსა და მატჩთან დაკავშირებულ სხვა თემებზე რაფინიამ ისაუბრა.

"რთული შეხვედრა იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქულების აღებას ვაგრძელებთ. ათი კაცით თამაში ძნელია, თუმცა გამარჯვება მაინც მოვახერხეთ.

ის, თუ ვინ შეასრულებდა პენალტს, მატჩამდე გადაწყდა. მესმის, რომ ანსუს დარტყმა და გუნდის დახმარება უნდოდა, მაგრამ ეს თამაშამდე იყო გადაწყვეტილი.

რონალდმა ბოლო იმედის ჯარიმა აიღო. წითელი ბარათი დამსახურებული იყო," - თქვა ბრაზილიელმა.

"ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. სხვაობის კვლავ 7 ქულამდე დაყვანის შანსი "სამეფო კლუბს" დღეს, "რეალ ბეტისთან" მატჩში ექნება.


Facebook კომენტარები