3 წლის და 10 თვის წინ
"ბარსელონას" ფანებმა წლის საუკეთესო გოლი დაასახელეს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" მიმდინარე წელს 1 მატჩი კიდევ დარჩა გასამართი (31 დეკემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ), თუმცა კლუბის ოფიციალურ საიტზე კალენდარული წლის შეჯამება უკვე დაიწყო.
სწორედ საიტზე ხმის მიცემით გამოვლინდა "ბლაუგრანას" ფეხბურთელის მიერ 2022 წელს გატანილი საუკეთესო გოლი.
გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ქომაგებმა პედრის მიერ "სევილიას" კარში შექმნილი შედევრი გამოარჩიეს.
2022 წლის 3 აპრილს გამართული მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" სწორედ ახალგაზრდა ესპანელის ულამაზესი გოლით მოიგეს - პედრიმ ჯერ ორი ანდალუსიელი გააბითურა, შემდეგ კი საჯარიმოს გარედან გაისროლა.
ამ გოლის კონკურენტი ისევ გონსალესის გოლი თუ იქნებოდა, რომელიც მან ასევე გასულ სეზონში, სტამბოლის "გალათასარაის" წინააღმდეგ გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი