2 წლის და 9 თვის წინ

"ბარსელონამ" "ესპანიოლის" ფანებს აკრძალვები დაუწესა

ავტორი
Aa
მას შემდეგ, რაც "კამპ ნოუს" ტრიბუნები ფრანკფურტის "აინტრახტის" გულშემატკივრებმა გადაათეთრეს, მატჩებზე სტუმარი გუნდის ქომაგთა დასწრებას "ბარსელონა" ძალიან მკაცრად აკონტროლებს.
ამ მკაცრი კონტროლის კიდევ ერთ მაგალითზე ესპანური გამოცემა Diario AS წერს.
წყაროს თანახმად, "ბარსელონა" მომავალი კატალონიური დერბის ბილეთებს "ესპანიოლის" ფანებზე არ გაყიდის.
გარდა ამისა, ქომაგები, რომლებიც სტადიონზე "ესპანიოლის" სიმბოლიკის მქონე კაშნეეებით, დროშებით ან მაისურებით მოვლენ, მატჩზე არ დაიშვებიან.
სხვათა შორის, მსგავსი წესი "თუთიყუშების" სტადიონზე "ბარსას" წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2008 წლიდან მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი 31 დეკემბერს გაიმართება. ეს იქნება "ბლაუგრანას" პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 19 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში