3 წლის და 4 თვის წინ
"თამაშის მოკვლა უნდა ვისწავლოთ" - პედრიმ "ბარსას" მოაგებინა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა "ხეტაფესთან" მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.
"ჩვენ თამაშის მოკვლა ისევ სასწავლი გვაქვს. მიუხედავად ამისა, 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა "რეალთან" 6-ქულიანი უპირატესობა გვაქვს. ვნახოთ, "სან მამესზე" რა მოხდება. ლა ლიგა ჩვენთვის პრიორიტეტულია.
გასული კვირები ძალიან მძიმე იყო. ბევრი ვიმგზავრეთ და ვითამაშეთ.
მინდა სერხიო ბუსკეტსს 700 მატჩზე ასვლა მივულოცო. ეს დიდი მიღწევაა.
გოლის ჩემეული აღნიშვნა ჩემს ბიძაშვილს, აბრააჰმს ეძღვნება, რომელიც მელოტია," - თქვა გონსალესმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გუნდთან დაპირისპირება "ბლაუგრანამ" სწორედ პედრის გოლით მოიგო. ეს პედრისთვის მე-4 გოლი გახლდათ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი