2 წლის და 9 თვის წინ
რა ნომერს მიიღებს ილქაი "ბარსაში" - ყველაზე რეალური ვარიანტი
რა ნომერს მიიღებს ილქაი "ბარსაში" - ყველაზე რეალური ვარიანტი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი დახურა.

32 წლის ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

90min.com-მა გადაწყვიტა, ევარაუდა, რა ნომრიან მაისურს მოირგებდა გერმანელი "ბლაუგრანაში", ამას კი ვებსაიტი ილქაის წარსულზე თვალის გადავლებით ეცადა.

გიუნდოგანს თავის პირველ კლუბში, "ბოხუმში", 35 ნომერი ეწერა ზურგზე. "ნიუნბერგში" მან 3 სეზონი 22-ნომრიანი მაისურით გაატარა. დორტმუნდის "ბორუსიაში" პირველი სეზონი 21-ე ნომრის სტატუსით ითამაშა, შემდეგ კი 8 ნომერზე გადაერთო, რომელიც "მანჩესტერ სიტიშიც" მის საკუთრებად დარჩა. გერმანიის ნაკრებში, უმეტესწილად, ილქაის ზურგზე 21 ნომერს ვხედავდით. მაშინ, როცა "ბუნდესგუნდში" იგი სადებიუტო შეხვედრებს ატარებდა, 2, 14 და 19-ნომრიანი მაისურებიც სცმია.

"ბარსელონაში" თავისუფალი ნომრების სია ახლა ასე გამოიყურება: 2, 3, 12, 14, 16 და 25.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გიუნდოგანს თავისთვის ნაცნობი ნომრის მიღება უნდა უნდოდეს და ორიანი ძირითადად მცველების საკუთრებაა ხოლმე, დიდი ალბათობით, ილქაიმ 14 ნომერი უნდა ჩაიბაროს.


Facebook კომენტარები