2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" მეტოქე გამპერის თასზე - ყველაზე რეალური ვარიანტი
"ბარსას" მეტოქე გამპერის თასზე - ყველაზე რეალური ვარიანტი

გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე რომის "ლაციო" იქნება, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

"არწივების" ღირსებას იცავს "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი. თუ პედრო რომაულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, "ბლაუგრანას" წინააღმდეგ მის თამაშსაც ვნახავთ.

"კამპ ნოუზე" რეკონსტრუქციის დაწყებიდან გამომდინარე, მატჩს "მონტუიკის" ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ გამპერის თასი 1966 წლიდან თამაშდება. კატალონიელებს იგი 45-ჯერ აქვთ მოგებული. ბოლო მარცხი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2012 წელს, გენუის "სამპდორიას" წინააღმდეგ განიცადეს. 

რაც შეეხება შარშანდელ ჯახს, იქ "ბარსელონამ" მექსიკური "პუმასი" გაანადგურა, ანგარიშით 6:0.


Facebook კომენტარები