1 წლის და 11 თვის წინ
დეკუმ "ბარსას" ახალი მწვრთნელი უპოვა
დეკუმ "ბარსას" ახალი მწვრთნელი უპოვა

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ გუნდს ახალი მწვრთნელი უპოვა, - იუწყება Catalunya Radio.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის თანამდებობაზე თანამემამულის, სერჟიო კონსეისაუს დანიშვნას უჭერს მხარს.

კონსეისაუს გვარმა რამდენიმე დღის წინაც გაიჟღერა, როცა მასზე Mundo Deportivo წერდა.

49 წლის სპეციალისტი ამჟამად "პორტუს" უდგას სათავეში, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი "დრაკონებში" უკანასკნელ სეზონს ატარებს.

სერჟიო "დრაგაუზე" 2017 წლიდან მუშაობს. მან გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი და პორტუგალიის თასი 3-3-ჯერ მოაგებინა. ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "პორტუ" მესამე ადგილზეა და ლიდერ "სპორტინგს" 4 ქულით ჩამორჩება, ოღონდ მათზე ერთით მეტი მატჩიც აქვს ნათამაშები.


Facebook კომენტარები