9 თვის და 4 კვირის წინ
ფლიკთან პირველი კონტაქტი შედგა - ბოლო ცნობები
ფლიკთან პირველი კონტაქტი შედგა - ბოლო ცნობები

ჰანსი ფლიკსა და "ბარსელონას" შორის პირველი კონკრეტული გასაუბრება უკვე შედგა, - იუწყება Sky Sport Germany-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩაბარების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. ლაპორტა ფლიკს "ბლაუგრანას" მესაჭედ ადრეც ხედავდა და ეს ხედვა არასდროს დაუკარგავს.

ჰანსი კატალონიური გრანდის დამრიგებლის პოზიციაზე ჯერ კიდევ იქამდე განიხილებოდა, სანამ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგებოდა სათავეში.

პლეტენბერგი წერს, რომ არც დეკუსა და არც ლაპორტას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. თუმცაღა მათ იციან, რომ 59 წლის გერმანელს "ბარსას" გაწვრთნა უნდა.

ცნობისთვის, "ბლაუგრანას" ასევე უკავშირებენ რობერტო დე ძერბისა (ბრაიტონი) და თომას ტუხელს (ბაიერნი). დროგამოშვებით გაისმის სხვა სპეციალისტები გვარებიც.


Facebook კომენტარები