2023/2024 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "ბარსელონას" სუპერტალანტი, ლამინ იამალი გახლდათ. 16 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებზე იქამდეც გვსმენოდა, თუმცა გასულ სეზონში იგი "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და რიგ მომენტებში გუნდის ლიდერადაც მოგვევლინა.
როგორც ჩანს, იამალის თამაშმა აღაფრთოვანა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესიც.
SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ახლო პიროვნებას Whatsapp-ზე ეს წინადადება მისწერა:
"ლამინ იამალს ყველაფერი ისე გამოსდის, თითქოს ეს ძალიან მარტივია."
ბუნებრივია, როცა ასეთი შეფასებით თავად ლიონელ მესი გამკობს, ეს უბრალოდ საქებარ სიტყვებზე გაცილებით მეტია.
აქვე შეგახსენებთ, რომ არ არის გამორიცხული, მომდევნო სეზონში იამალმა სწორედ მესის დატოვებული 10-ნომრიანი მაისური მოირგოს. ამას კატალონიურ გრანდში აქტიურად განიხილავენ.