1 წლის და 6 თვის წინ
"ბარსას" ახალი ათიანი ეყოლება - ამას რამდენიმე მიზეზი აქვს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ლამინ იამალისთვის ნომრის შეცვლას და მისთვის 10-ნომრიანი მაისურის ჩაბარებას განიხილავს, - იუწყება Memorabilia1899.
ამის ერთ-ერთი მიზეზი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაარსებიდან 125 წლის იუბილე გახლავთ. კლუბში ფიქრობენ, რომ წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიას დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, ახალი ათიანი კი საამისოდ იდეალური იქნება.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ევრო 2024-ზე იამალის ბრწყინვალე ასპარეზობაც.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ბლაუგრანა" ათიანის გარეშე თამაშობდა. ლეო მესის წასვლის შემდეგ, ეს ნომერი ანსუ ფატის გადაეცა, რომელმაც გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა.
რაც შეეხება ლამინს, 16 წლის სუპერტალანტმა "ბარსელონას" პირველ გუნდში კარიერა 27 ნომრით დაიწყო. ესპანეთის ნაკრებში იგი 19-ნომრიან მაისურს ირგებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ