როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერხი რობერტო კარიერას "ბარსელონაში" აღარ გააგრძელებს. ესპანელი უნივერსალი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
რობერტოს წასვლა "ბლაუგრანას" ახალი კაპიტნის დანიშვნის საჭიროების წინაშე აყენებს.
SPORT-ის ინფორმაციით, ამ მხრივ მოულოდნელობას არ უნდა ველოდოთ. კაპიტნის სამკლავურს ჩაიბარებს ის, ვინც აქამდე ვიცე-კაპიტანი იყო. საუბარია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გერმანელ გოლკიპერზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე.
ტერ შტეგენის გაკაპიტნება ნიშნავს, რომ ვიცე-კაპიტანი რონალდ არაუხო გახდება, მესამე კაპიტნის სტატუსს კი რონალდ არაუხო მიიღებს.
რაც შეეხება მეოთხე კაპიტანს, აქ "ბარსას" დაფიქრება მოუწევს, რადგან ოთხეულის ახალი წევრია საპოვნელი. წყაროს თანახმად, მთავარი კანდიდატი რობერტ ლევანდოვსკია. განიხილებიან პედრი და ილქაი გიუნდოგანიც.
შეგახსენებთ, რომ სამეულს შორის "ბლაუგრანაში" ყველაზე დიდი დრო პედრის აქვს გატარებული, თუმცა, თუ არჩევანი ლევანდოვსკიზე ან გიუნდოგანზე შეჩერდება, ესე იგი კლუბი კაპიტნის არჩევის ტრადიციულ წესს გადაუხვევს და აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს.